19 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ომბუდსმენმა მთავარეპისკოპოს იაკობთან შეხვედრისას ფორტეპიანოზე დაუკრა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობთან შეხვედრისას, რომელიც წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში შედგა, ფოიეში მდგარ როიალზე დაუკრა.

ამის შესახებ ინფორმაცია მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში დაადასტურა. 

"შეხვედრის შემდეგ დეტალურად დამათვალიერებინა მეუფე იაკობმა უნივერსიტეტი, ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, ტექნიკური აღჭურვილობა, ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი, თანამედროვე ტექნოლოგიები... კი, იყო ასეთი ეპიზოდიც, როდესაც ფორტეპიანოზე გარკვეული მელოდია დავუკარი," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველსა და ნინოწმინდის პანსიონის ახალ მმართველს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. როგორ ომბუდსმენმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ის ნინოწმინდის პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს შევა.

დღის ამბები