19 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ვარშავაში დაკარგული 24 წლის ბიჭის ოჯახი ეჭვობს, რომ მისი გაუჩინარება პოლონელ გოგოსთან ურთიერთობას უკავშირდება

ვარშავაში გაუჩინარებული 24 წლის ქართველის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

დიტო ხელხელაური წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის. ნათესავების ინფორმაციით, 4 წელია რაც ხელხელაური პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სამუშაოდ იმყოფება, თუმცა 
1 კვირაა, რაც მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

ოჯახი ვარაუდობს, რომ მისი გაუჩინარება პოლონელ გოგოსთან ურთიერთობას უკავშირდება, რის გამოც არაერთხელ დაემუქრნენ.

როგორც ცნობილია, საქმეში ჩართულია საქართველოს საელჩო პოლონეთში და პოლიცია. დაკარგული ბიჭის ოჯახი დახმარებას როგორც საქართველოს, ასევე  პოლონეთის მთავრობას სთხოვს.

დღის ამბები