03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
"წინ უნდა აღვუდგეთ მთის დაცლის პროცესს," - ღარიბაშვილი

"ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება დემოგრაფიის პრობლემა და ამ მიმართულებით გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი და იმედს გამოთქვამს, რომ ის სოციალური დახმარება, რომელსაც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე მიიღებს, იქნება ერთგვარი სტიმული ახალგაზრდა ოჯახებისთვის.

„ჩვენ შევისწავლეთ რაიონები. მთა იცლება მოსახლეობისგან. ამ პროცესს წინ უნდა აღვუდგეთ და ამას ვაკეთებთ არა სიტყვით და ყალბი ლაპარაკით, არამედ საქმით, კონკრეტული საქმით და კონკრეტული გადაწყვეტილებებით. რეგიონებში, სადაც დემოგრაფიული მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი, სახელმწიფო გასცემს ფინანსურ დახმარებას ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე. მთაში 200 ლარი და ბარში 150 ლარი თითოეულ ბავშვზე. ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი სტიმული ახალგაზრდა ოჯახებისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.

ეს განცხადება საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2-წლიანი საქმიანობის შეჯამებისას გააკეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები