19 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
"საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, აქ უნდა ჩაერთოს მთავრობა, უნდა მოგვცენ უფლება, რომ დავსაქმდეთ,"- ტრანსგენდერი ქალი  

რა პრობლემების წინაშე დგანან დღეს ქვეყანაში ქვიარ თემის წევრები - ტრანსგენდერი ქალი სელენა "დღის კურიერის" ეთერში იმ მთავარ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მათ ყოველდღიურად ხვდებათ. 

დასაქმება, საზოგადოების სწორი ინფორმირება, თავდასხმების აღკვეთა - სელენა ყურადღებას ძირითად პრობლემურ საკითხებზე ამახვილებს:

"ტრანსგენდერი ადამიანები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ქვიარ თემში. ჩვენ უამრავ პრობლემას ვაწყდებით ყოველდღე, განსაკუთრებით კი ესენია: დასაქმება - სამუშაო ადგილები ჩვენთვის, ის, რომ არ არსებობს კანონები, რომელიც ჩვენ დაგვიცავს, ხშირად ხდება თავდასხმა, მაგალითად, არის ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ბინის ქირაობასაც ვერ ვახერხებთ, იმიტომ, რომ უარს გვეუბნებიან, რადგან ვართ ტრანსგენდერი ქალები. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის შესახებ ინფორმაცია, რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, სამწუხაროდ, არიან დაჯგუფებები, რომლებიც აწვდიან ძალიან ცუდ ინფორმაციას ჩვენს შესახებ, თითქოს გარყვნილების პროპაგანდას ვეწეოდეთ, რომ ვართ ურჯულოები, ურწმუნოები და ამ ბრბოს ამზადებენ ჩვენზე თავდასასხმელად. ჩვენდა საბედნიეროდ, არსებობენ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ დაგვეხმარონნ მაგრამ არ არის ეს საკმარისი, აქ უნდა ჩაერთოს მთავრობა, უნდა შეცვალონ კანონები, უნდა მოგვცენ უფლება, რომ დავსაქმდეთ მაინც, "- აცხადებს ტრანსგენდერი ქალი სელენა. 

დღის ამბები