ანტონიო გუტერეში გაერო-ს გენერალურ მდივნად მეორე ვადით დაამტკიცეს. გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარემ, ვოლკან ბოზკირმა გამოაცხადა.
ანტონიო გუტერეშის მეორე ვადის ათვლა 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება და უფლებამოსილება 2026 წლის 31 დეკემბერს ამოიწურება.
გაერო-ს გენერალურ მდივანს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.