ევროკავშირმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა - ე.წ. მწვანე ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა აშშ და ბალკანეთის ქვეყნები.
ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, სიაში არსებული ქვეყნებისთვის შესაძლებელია სამოგზაურო შეზღუდვების გაუქმება.
ჩამონათვალი შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, აშშ.
ჩინეთისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებულია ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. საბჭო ასევე დასაშვებად მიიჩნევს შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას ჩინეთის ადმინისტრაციული რეგიონებისთვის – ჰონგ-კონგისა და მაკაოსთვის; ასევე ტაივანისთვის.