19 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
SOTROVIMAB - კოვიდის სამკურნალო წამალი უკვე გაყიდვაშია - რა ასაკიდან და რა შემთხვევაში გამოიყენება პრეპარატი, რომელსაც საქართველოშიც შემოიტანენ

​SOTROVIMAB - წამალი, რომელიც კოვიდის სამკურნალოდ შექმნეს, უკვე იყიდება. ამერიკის მიერ ლიცენზირებულმა მედიკამენტმა კოვიდის საწყის ეტაპზე დადებითი შედეგები აჩვენა.

წამალი რეკომენდებულია 12 წლის ასაკიდან და მისი მიღება კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტისთანავე არის დაშვებული.

იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად მასიურად გამოყენებადი იქნება "სოტროვიმაბი" სპეციალისტები მის ეფექტურობაზე უკვე საუბრობენ და განმარტავენ, თუ რა შემთხვევებში უნდა გამოიყენონ პრეპარატი და რა სირთულის პაციენტებშია მეტად ეფექტიანი.

"სოტროვიმაბისეფექტიანობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს ესტონეთში მოღვაწე ქართველ ექიმს. ზაზა წერეთელი განმარტავს, რომ ეს პრეპარატი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სახლის პირობებში მკურნალობენ და არა იმ პირებისთვის, ვინც ვირუსს კლინიკაში ებრძვის.

კორონავირუსთან საბრძოლველად განკუთვნილი პრეპარატი და ამასთან ერთად ვაქცინაცია რომ პანდემიის დასრულების წინაპირობაა, ამაზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კიდევ ერთხელ საუბრობს. 

უკვე ცნობილია, რომ წამალს საქართველოშიც შემოიტანენ. ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატს ქვეყანა დონაციის გზით მიიღებს, თუმცა როდის და რა რაოდენობით იგეგმება ახალი მედიკამენტის ქვეყენაში გამოყენება, ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები