19 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონი, პოლიციელების მიერ ძალის გადამეტება, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობა - ომბუდსმენის 486 გვერდიანი ანგარიში პარლამენტში

ნინოწმინდის პანსიონის საქმე, დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, არასათანადო მოპყრობა პენიტენციურ სისტემაში, პრობლემები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მძიმე მდგომარეობა - ეს იმ თემების მხოლოდ ნაწილია, რომელიც სახალხო დამცველის 486 გვერდიან ანგარიშში მოხვდა.

ომბუდსმენს დღეს პასუხების გაცემა დეპუტატების კითხვებზეც მოუწია. მოსმენისას 18 კითხვა დაისვა, უმრავლესობა ოპოზიციის მხრიდან.

სხდომაზე აქტუალური იყო კოვიდრეგულაციების თემაც და ნინო ლომჯარიას ის პოზიციაც, რომლის მიხედვითაც ის კომენდანტის საათის მიზნობრიობას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილიც იზიარებს.

როგორ იყო დაცული ადამიანის უფლებები გასულ წელს? - ომბუდსმენის შეფასების დოკუმენტი საკომიტეტო განხილვის შემდეგ უახლოეს დღეებში უკვე პლენარულ სხდომაზე გავა.

დღის ამბები