03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
საქართველოში სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლები აშენდება, - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში რამდენიმე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება. ღარიბაშვილის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებლის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს თბილისში, სამომავლოდ კი საერთო საცხოვრებლები ახალქალაქში, ზუგდიდსა და ქუთაისშიც აშენდება.

„მაქსიმალური პირობები უნდა შევუქმნათ სტუდენტებს. ესაა ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ და შევუქმნათ პირობები. სტუდენტებს ფინანსური პრობლემების გამო არ უნდა შეექმნათ პრობლემები სწავლის პროცესში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება და განათლების სფეროში ერთ-ერთ მთავარი მიღწევად გარკვეულ ფაკულტეტებზე სწავლების სახელმწიფოს მხრიდან სრული დაფინანსება დაასახელა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები