"თელასი" მოსახლეობას ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს - გეგმური სამუშაოების გამო ხვალ, 19 ივნისს თბილისის 2 უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ქუჩების ჩამონათვალი:
საბურთალოს რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უშანგი ჩხეიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.