საჩხერიდან რაჭაში ექსკურსიაზე წასული მოზარდი შაორის ტბაში დაიხრჩო. სოფელ ქორეთში ამბობენ, რომ ბავშვებთან ერთად ექსკურსიაზე მასწავლებლები და მშობლებიც იმყოფებოდნენ. დაღუპული მოზარდი კი რაჭაში დედასთან და ბიძასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მისივე პედაგოგი იყო. 14 წლის ბავშვის ცხედარი უკვე სახლშია გადასვენებული.
"ისეთ ადგილას შესულა, სადაც არ შეიძლებოდა თურმე შესვლა. ცურვაც არ იცოდა,"- აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობელი.
გუშინ, მაშველებმა შაორის ტბაში 14 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. ტრაგედია სასკოლო ექსკურსიის დროს მოხდა.
ბიჭი ფოტოს იღებდა, რა დროსაც სავარაუდოდ ქვაზე ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. ბავშვები რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის რაიონის ერთ-ერთი სკოლიდან წაიყვანეს.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე.