19 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
წვეულებაზე პოლიციასთან შეტაკების დროს ერთ-ერთმა მონაწილემ კიდური დაკარგა - ინციდენტი საფრანგეთში მოხდა

საფრანგეთში რეივ-წვეულება უმძიმესი ტრავმებით დასრულდა. კარანტინის პირობების დარღვევით 1500-მდე ადამიანი შეიკრიბა, ცოტა ხანში კი ადგილზე რამდენიმე ასეული პოლიციელი მივიდა, რასაც შეტაკება და არეულობა მოჰყვა. 

წვეულების მონაწილეებმა სამართალდამცველებს პიროტექნიკა და ლითონის საგნები ესროლეს, რასაც ფრანგულმა პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გაშვებით უპასუხა. 

შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი და წვეულების 2 მონაწილე, მათგან ერთ-ერთმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და არსებული ინფორმაციით, ხელი დაკარგა. 

ჟანდარმერია და ადგილობრივი ხელისუფლება წვეულების მონაწილეებს წესების მიზანმიმართულ დარღვევასა და პროვოკაციაში ადანაშაულებენ, თავად საღამოს მონაწილეები კი, პირიქით, სამართალდამცავებს გაუმართლებელ ქმედებებში და ძალის გამოყენებაში სდებენ ბრალს.

თავად ღონისძიება, ორგანიზატორის განცხადებით, იმ ახალგაზრდა ადამიანის ხსოვნას ეძღვნებოდა, რომელსაც პოლიციის მსხვერპლად თვლიან: ორი წლის წინ, ჯერ კიდევ მსოფლიო პანდემიამდე, ის მსგავსი წვეულების დარბევის დროს დაიკარგა, მისი ცხედარი კი ერთი თვის შემდეგ იპოვეს. 

დღის ამბები