19 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
"ჩვენ გვიყვარს ჩვენი ბიჭი და ის ყოველთვის მოგვენატრება" - ბაიდენებმა საყვარელი ძაღლის სიკვდილის შესახებ Twitter-ზე დაწერეს

ჯო და ჯილი ბაიდენებმა მათი ერთ-ერთი საყვარელი ძაღლის, ჩამპის სიკვდილის შესახებ გააკეთეს განცხადება. 

გერმანული ნაგაზის სიკვდილის შესახებ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ოჯახთან ერთად 13 წელს ცხოვრობდა, ბაიდენებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. 

​"დღეს ჩვენმა ოჯახმა საყვარელი მეგობარი ჩამპი დაკარგა. მე ის მომენატრება" - დაწერა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე.

ჩამპი კიდევ ერთ გერმანულ ნაგაზთან ერთად პრეზიდენტის ოჯახთან ერთად თეთრ სახლში ცხოვრობდა. მათ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ის ასევე ვაშინგტონში, როდესაც ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტი იყო. 

"ჩვენს ოჯახში ყველაზე სასიხარულო დღეებში, ასევე მწუხარებაში ის ჩვენს გვერდით იყო, ფაქიზად რეაგირებდა ყველა ემოციაზე. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ბიჭი და ის ყოველთვის მოგვენატრება," - აღნიშნულია ბაიდენების განცხადებაში. 

დღის ამბები