19 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლი მიიჩნევს, რომ ის ცვლილებები, რაც ნინოწმინდის პანსიონში მთავარეპისკოპოსმა იაკობმა განახორციელა, სხალთელ მთავარეპისკოპოს სპირიდონს უნდა განეხორციელებინა. მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ შეცდომა ნებისმიერ ინსტიტუციაში შეიძლება მოხდეს და ამისი დროული იდენტიფიცირება აუცილებელია. 

"მე იმას ვფიქრობ, რომ ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები, რომლებიც არის, ალბათ არის... არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე , უბრალოდ, ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა , ამას სჭირდება აღიარება, იდენტიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის, სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს.

მე ვფიქრობ, რომ მონიტორინგი ერთგვარი საზედამხედველო ფუნქციაა, ყოველთვის ჰქონდა საპატრიარქოს და მეტ-ნაკლებად ახორციელებდა კიდევაც, როგორც ჩანს, ცოტა მეტია გასაკეთებელი,“- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

დღის ამბები