"არა ოკუპანტის ამნისტიას“ - ეს არის მთავარი გზავნილი აქციის, რომელსაც 20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები ამ წუთებში მართავენ. ისინი კიდევ ერთხელ აპროტესტებენ 2 წლის წინ მომხდარ მოვლენებს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ამნისტიის კანონპროექტი. დოკუმენტის მიხედვით, სასჯელისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა.
ადგილზე უკვე იკრიბებიან აქტივისტები, რომლებიც 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენებში მონაწილეობდნენ. ისინი იხსენებენ კონკრეტულ დეტალებსა და ეპიზოდებს, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები აქციის დაწყებამდე და მას შემდეგ, რაც პოლიციის ძალები აქციის დაშლაში ჩაერთნენ.
ადგილზე იმყოფებიან აქტივისტები, რომელთაც აქციის დაშლისას სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.
დღევანდელი აქციის მონაწილეები შეეცადნენ სხვადასხვა სიმბოლოებით გაეცოცხლებინათ პროცესები, რომელიც 2 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარდა. მათ ბანერებზე გამოტანილი აქვთ ფოტოები, რომელიც 20 ივნისის რამის მოვლენებს ასახავს.