21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.
მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.