თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეზღუდვების არარსებობის პირობებში ეკონომიკას იგივე დარტყმა მიადგებოდა.
ცერცვაძემ განცხადება "დღის კურიერის" ეთერში გააკეთა, სადაც დებატებში მისი ოპონენტი "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იყო.
"თუ გვაქვს ახლა 350 000 შემთხვევა, რომ არ ყოფილიყო პირბადეები და სხვა შეზღუდვები, გვეყოლებოდა, როგორც შვედეთს აქვს, მილიონი შემთხვევა და ეს მილიონი ავადმყოფი იმ ეკონომიკას უფრო მეტად ჩამოშლიდა, ისინი ვერ ივლიდნენ სამსახურში, ვერ გააკეთებდნენ ბიზნესს. ახლა მათ ხელი შეეშალათ ბიზნესში, რადგან სახლში დატოვეს, მაგრამ თუ მილიონი კაცი ავად გახდებოდა, იმ მაღაზიებში, ღია რომ დაგვეტოვებინა და პირბადეები არ მოგვეთხოვა, მილიონი ავადმყოფი უფლებამიცემულ პერიოდშიც ვერ გააკეთებდა ბიზნესს და მაინც გაღარიბდებოდნენ,"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.