ნინოწმინდის პანსიონის შემდეგ "კურიერმა" კოჯრის ბავშვთა სახლის ჩაკეტილი კარი გააღო. "რუსთავი 2-ის" კამერის გამოჩენამ დღეს განსაკუთრებით დაცვის თანამშრომელი გააღიზიანა, სწორედ მას ადანაშაულებენ მოზარდები ძალადობაში.
"კურიერში" ექსკლუზიურად გასული რეპორტაჟის შემდეგ, რომელშიც ყოფილი ბენეფიციარები ძალადობის შესახებ საუბრობდნენ, სააგენტომ აპრილში დირექტორი და თანამშრომლები გაათავისუფლა.
დღეს დაწესებულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე კი გამოძიება გრძელდება.
კოჯრის ბავშვთა სახლის დახურვაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს, ბენეფიციარები კი სხვადასხვა მცირე ტიპის დაწესებულებებში გადანაწილდებიან.
"კურიერის" რეპორტაჟში გაჟღერებული ბრალდების შემდეგ, დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური სააგენტო და სახალხო დამცველის აპარატი შევიდნენ. გამოძიება და მონიტორინგი უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება.
ბავშვები მალე მცირე ტიპის სახლებში გადანაწილდებიან.