"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლის ღარიბაშვილისა და ეკატერინე ტიკარაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ის ხელისუფლებას პანდემიის პირობებში არასათანადო ღონისძიებების გატარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობის დროული ვაქცინაცია ვერ უზრუნველყო.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ საჩივარს სიმბოლური სახელი აქვს - "ცარიელი შპრიცები და სავსე საფულეები".
"ჩვენ შეგვაქვს საჩივარი, რომელსაც დავარქვით ცარიელი შპრიცებისა და სავსე საფულეების საჩივარი. ცარიელი შპრიცები ხალხს და სავსე საფულეები ივანიშვილს და მთავრობას. ხელისუფლებამ იკადრა და უზრუნველყო ის რომ ქვეყანაში ორჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით რადგან მათი მოქმედებები არ იყო ადეკვატური,"- აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგანგებო მდგომარეობისას და პანდემიის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები შეისწავლა და სპეციალური ანგარიში წარადგინა.
პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას აგრეთვე ბენეფიციართა სამართლებრივ დახმარებას და ადვოკატირებას სხვადასხვა დონეზე.