19 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ბიზნეს-სექტორი შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებას მიესალმება, თუმცა ამბობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება დაგვიანებულია

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სხვადასხვა დაწესებულებისთვის გარკვეული აკრძალვები რჩება. რესტორნები ე.წ კომენდანტის მოხსნის შემდეგაც, მხოლოდ 12:00 საათამდე იმუშავებენ. მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზეც.

ბიზნეს-სექტორი მთავრობის გადაწყვეტილებას, დაგვიანებულად მიიჩნევს. მათი თქმით, ის ფაქტი, რომ კვების ობიექტებს ღამის 12 საათამდე ექნებათ მუშაობის შესაძლებლობა მისასალმებელია, თუმცა ბიზნეს-ასოციაციის და რესტორნების მენეჯერების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია უკვე.

"გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული აუცილებლად აღსანიშნავი და მისასალმებელია და სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. ეს შესაძლებელი იყო აქამდეც მიღებულიყო იქიდან გამომდინარე, რომ ეპიდემიოლოგიურ სიტუაცია როგორც ვატყობთ ჩვენ, არ გაუარესებულა მიუხედავად დამატებითი გახსნებისა, რაც შეეხებოდა სარესტორნო სფეროს შაბათ-კვირას ფუნქციონირებისას, 23 საათამდე და ა.შ.

ბიზნესისთვის ეს არის შესაძლებლობა ქვეყნის განვითარების და სახელმწიფოს მდგრადობის," - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

დღის ამბები