თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი - სტატუსის ფარგლებში სტარტს გერმანულენოვანი ლიტერატურული ფესტივალი იღებს. ონლაინღონისძიებებში უცხოელი და ქართველი მწერლები ერთვებიან. გერმანელი და ქართველი მწერლები 1918-1921 წლების ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს განიხილავენ.
ფესტივალი მწერლებს გურამ დოჩანაშვილს, გივი მარგველაშვილს და ზურაბ რთველიაშვილს ეძღვნება.
ოთხდღიანი ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლის და "თბილისი, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" მხარდაჭერით ხორციელდება.
გერმანულენოვანი ლიტერატურული ფესტივალი 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით ონლაინ გაიმართება. მაყურებელს ფესტივალზე დასწრება, მწერალთა სახლის ფეისბუქ გვერდიდან ასევე ონლაინ შეეძლებათ.