19 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
წერილი გათავისუფლების თხოვნით და ილია მეორის შუამდგომლობა რუსეთის პატრიარქთან - რა გზავნილებით იმყოფებოდნენ ზაზა გახელაძის ოჯახში სინოდის წევრები

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახში სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა იმყოფებოდნენ.

როგორც სასულიერო პირებმა გახელაძეების ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს მომზადდა წერილი ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იშუამდგომლებს რუსეთის პატრიარქთან ამ თხოვნით.

ზაზა გახელაძის მამა ამბობს, რომ ის პატივს სცემს სასულიერო პირების ზრუნვასა და მცდელობას, თუმცა ოჯახის გეგმები არ იცვლება. მიხეილ გახელაძის თქმით, ძალაში რჩება ხვალინდელი აქციის გამართვის გადაწყვეტილებაც და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობაც.

დღის ამბები