"ღირსება და პატივისცემა" - საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" სოციალური ქსელების ოფიციალურმა გვერდებმა კლუბის ლოგო LGBT დროშის ფონზე გამოაქვეყნა.
ყოველ წელს, ივნისში, სხვადასხვა ქვეყანაში, ლგბტქ აქტივისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები "პრაიდის" ორგანიზებას იწყებენ. მათი მიზანია, აღნიშნონ მრავალფეროვნება, მოითხოვონ აღიარება და თანასწორი უფლებები.
"პრაიდის კვირეული" დაგეგმილია საქართველოშიც. 1-5 ივლისს თბილისში პრაიდკვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული და სოციალური ღონისძიება გაიმართება.