ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აღარ გადავა - ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ განაცხადა.
მიხეილ გახელაძის განცხადებით, გადაწყვეტილება პატრიარქის პატივისცემის გამო მიიღო, თუმცა აღნიშნავს, რომ აქციაზე უარის თქმას არ აპირებს.
გახელაძის ოჯახთან სამღვდელოების წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ზაზა გახელაძის ოკუპანტების უკანონო ტყვეობიდან დასახსნელად საკუთარ ძალებს საპატრიარქოც გამოიყენებს. კერძოდ, პატრიარქი რუსეთის პატრიარქს მიმართავს თხოვნით, იშუამდგომლოს რუსეთის ხელისუფლებასთან.
დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით და უკანონო ტყვეობის გასაპროტესტებლად ოჯახი აქციას სიმბოლურად სწორედ დღეს გეგმავს.
უსაფრთხოების მიზნით, ქვემო ჭალიდან საოკუპაციო საზღვართან მიმავალ გზაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი ილია კვაღინიძე და მისი მოადგილე.