19 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 000-ლარიანი გრანტის მორიგი პროგრამა გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 000-ლარიანი გრანტის მორიგი პროგრამა გამოაცხადა.

დაფინანსების პროგრამა მსოფლიო ბანკის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" მხარდაჭერით ხორციელდება.

საგრანტო კონკურსი განკუთვნილია დამწყები, კერძო და მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის წლიური ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს შეადგენს.

"საგრანტო პროგრამა, რომელსაც "ჯიდა" ატარებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში არსებული სტარტაპებისთვის. სამწუხაროდ, ვინაიდან არ არსებობს სხვა გზა, თუ როგორ შეიძლება სტარტაპმა მოიპოვოს დაფინანსება, ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც ყველა სტარტაპმა უნდა გაიაროს.

ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მარტო დაფინანსებაზე არ არის ლაპარაკი. რეალურად, ის ცოდნა, რომელსაც იძენს სტარტაპი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და ეხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ განვითარდეს," - ამბობს კომპანია "ექოლაიზის" თანადამფუძნებელი გიორგი თუშურაშვილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ამ სფეროში ქვეყანა, გლობალურად, მაღალ დონეზეა.

"ჩვენი სტარტაპები არის ძალიან კონკურენტუნარიანი. ამ სტარტაპებმა, ჩვენი დაფინანსების შემდეგ, მოიზიდეს კერძო ინვესტიცია სილიკონის ველზე, მოიზიდეს კერძო ინვესტიცია სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაც, ამ სფეროში ჩვენ უკვე გლობალურად ვართ ძალიან მაღალ დონეზე," - ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

პროგრამის ფარგლებში სულ 115 სტარტაპი დაფინანსდა.

დღის ამბები