პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე "ქართული ხმების" სოლისტის, ზურა ბაკურაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და ოჯახს უსამძიმრებენ.
"ძალიან ვწუხვარ "ქართული ხმების" სოლისტის, უნიჭიერესი ახალგაზრდის, ზურა ბაკურაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს!" -წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
"ვწუხვარ, ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერლის, ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისტის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს," - წერს კახა კუჭავა სოციალურ ქსელში.