როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ივნისს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ საქართველოში მზიანი ამინდი შენარჩუნდება.
ხვალ ბათუმში +24, ფოთში კი +25 გრადუსი სითბო იქნება, +25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი სოხუმშიც, ზუგდიდში +28 გრადუსი, +31 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი ახალციხეში, ქუთაისში +29 გრადუსი სიცხე იქნება, ლენტეხში +30, ცაგერში +29, ამბროლაურში კი 32 გრადუსია მოსალოდნელი, +33 გრადუსია მოსალოდნელი ცხინვალში, გორში +36, +37 გრადუსია ნავარაუდევი თბილისში, რუსთავში +38, თელავში +34, სიღნაღში 34 გრადუსი სითბო, ხოლო ყვარელში +35 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.