ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში, ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც პერიოდულად აპროტესტებს სოფლის მიწების გაყიდვის ფაქტს, კერძო ინვესტორმა უჩივლა.
შ.პ.ს "აგროინდუსტრიის" დირექტორი მოხისელებს მუქარაში ადანაშაულებს. მოსახლეობის წარმომადგენლების თქმით, აქციის 2 მონაწილის ოჯახში ჯერ ჩხრეკა ჩატარდა, მოგვიანებით კი აგარის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკისას უკანონო არაფერი აღმოუჩენიათ.
შეგახსენებთ დაახლოებით 28 ჰექტარი მიწის ფართობი სახელმწიფომ აუქციონის წესით გაყიდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოყვა. ისინი იმუქრებოდნენ, რომ ინვესტორს სამუშაოების წარმოების საშუალებას არ მისცემდნენ.