19 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
პენსიონერებს ის საფინანსო უწყება მოემსახურება, რომელიც ტენდერს მოიგებს და მომხმარებელს ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთში შესთავაზებს

პენსიონერებს ის საფინანსო უწყება მოემსახურება, რომელიც ტენდერს მოიგებს და მომხმარებელს ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთში შესთავაზებს. 

ცვლილებებზე მუშაობას პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს. გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში "ლიბერთი ბანკთან" სამუშაო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც "ლიბერთი ბანკს" საპენსიო შემოსავლებთან აკავშირებს, 2022 წლამდეა დადებული, თუმცა, იქამდე წლის ბოლოს, უკვე ტენდერი ახალი პირობებით გამოცხადდება. გარდამავალ პერიოდში კი "ლიბერთი ბანკი" გარკვეულ დათმობებზე წავა, მაგალითად პენსიონერი შედარებით დაბალ პროცენტში მიიღებს სესხს, თუ მას თავდებში ჩაუდგება შემოსავლის მქონე ოჯახის წევრი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ხელშეკრულება დროზე ადრე განახლდება. 

"გვეყოლება ტენდერში ახალი გამარჯვებული, რომელიც დაბალი პროცენტით მოემსახურება ჩვენს პენსიონერებს,"- აღნიშნა ზარქუამ.

"ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორ ვასილ ხოდელის თქმით, გაიმარჯვებს, თუ არა "ლიბერთი ბანკი" ტენდერში, ისინი მომხმარებელზე მაინც იზრუნებენ.

დღის ამბები