19 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
1 ივლისამდე პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა სავარაუდოდ +38 გრადუსს გადააჭარბებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.

ხვალინდელი ამინდის პროგნოზი კი ასეთია: 

ხვალ ბათუმში 23, ფოთში კი 24 გრადუსი სითბო იქნება.

+25 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.

ზუგდიდში ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება.

ახალციხეში +31 გრადუსია ნავარაუდევი.

28 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში.

ლენტეხსა და ცაგერში +31, ამბროლაურში კი +32 გრადუსია მოსალოდნელი.

33 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.

გორში 36 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.

+37 გრადუსი იქნება თბილისში.

რუსთავში 39 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.

35 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში, სიღნაღში +34, ხოლო ყვარელში +36 გრადუსია ნავარაუდევი.


 

 

 

დღის ამბები