19 მაისი 2024,   16:20
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერები რუსეთს მეტი პოლიტიკური ვალდებულების გამოჩენისა და წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირის ლიდერების მოწოდება რუსეთს. ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ისინი მეტი პოლიტიკური ვალდებულების გამოჩენისა და წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

"რუსეთის ნებისმიერი მავნე ქმედების შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან მკაცრი რეაგირება აუცილებელია" - წერია დოკუმენტში.

საბჭო ევროკომისიასა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომების, მათ შორის ეკონომიკური სანქციების წარდგენის მოთხოვნით მიმართავს. განცხადებაში ხაზგასმულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაც.

დღის ამბები