26 ივლისი 2021,   23:13
ვრცლად
"აჭარა ტექსტილის" 20-ზე მეტი თანამშრომელი მოიწამლა - ისინი კლინიკაში გადაიყვანეს

ფოთში, "აჭარა ტექსტილის" 20-ზე მეტი თანამშრომელი მოიწამლა. მოწამლული თანამშრომლები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი. მათ შესაბამისი კვლევები და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

"აჭარა ტექსტილში" მომუშავე პერსონალი კვებას დღეში ერთხელ იღებდა. სავარაუდოდ, მოწამვლა კვებითმა ინტოკსიკაციამ გამოიწვია. 

აღნიშნულ ინციდენტზე "აჭარა ტექსტილის" ადმინისტრაციაში ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.

 

დღის ამბები