19 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
ბავშვები, რომლებსაც მამა-შვილი წლების განმავლობაში აუპატიურებდა, პოლიციაში გამოკითხეს

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარი შემზარავი დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოზარდებთან სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ფსიქოლოგები იმყოფებოდნენ. 8 და 9 წლის ბავშვები სამართალდამცველებმა სწორედ ფსიქოლოგების თანდასწრებით გამოკითხეს

რაც შეეხება ბრალდებულების, 65 და 35 წლის მამაკაცების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სამეგრელოს სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ხვალ გახდება ცნობილი, შეეფარდება თუ არა წინასწარი პატიმრობა არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს.

შეგახსენებთ, რომ 8 წლის გოგონას მეზობელი მამა-შვილი 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდა. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა სექსუალური ძალადობის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო დაკავებულმა ერთ-ერთმა კაცმა 2018 წელს 9 წლის გოგოს მიმართაც ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ის 8 წლის გოგონას დაა. დაკავებულები 63 და 36 წლის მამაკაცები არიან. 

მამა-შვილის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულ მამა-შვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თხუთმეტიდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 

დღის ამბები