ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ღარიბ ქვეყნებში ვაქცინები არ არის. ჯანმოს დირექტორის თქმით, მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არ არიან, მაშინ, როცა ღარიბ ქვეყნებს ვაქცინების დოზები საერთოდ არ აქვთ.
ტედროს ადანომ გებრეისუსი ამბობს, რომ მსოფლიოში ე.წ. დელტა შტამი ვრცელდება. განსაკუთრებით საშიში მდგომარეობა კი სამხრეთ აფრიკაშია.
"მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არ არიან, ხოლო ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების დოზები არ აქვთ, ჩვენი მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება.
ახლა მიწოდების პრობლემა არსებობს, უბრალოდ მოგვეცით ვაქცინები. განსხვავება ქონასა და არქონას შორის არის ის, რაც მთლიანად ამხელს ჩვენი სამყაროს უსამართლობასა და უთანასწორობას, მოდით გავითვალისწინოთ ეს," - აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.