19 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ქუთაისში მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დაკავებულ 65 წლის მამაკაცს ბრალი წარედგინა

ქუთაისში მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დაკავებულ 65 წლის მამაკაცს ბრალი წარედგინა. ბრალდებული ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. 

არსებული ინფორმაციით, მან გარყვნილი ქმედება შვიდი წლის ბავშვთან სცადა. პოლიციამ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. მის დაკავებას ხმაური მოჰყვა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები