ავღანეთმა საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს - განცხადებას შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ავრცელებს.
ჯო ბაიდენის თქმით, ავღანეთიდან NATO-ს ჯარების გაყვანით ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობა არ წყდება. მისივე თქმით, ავღანეთში ძალადობა უნდა დასრულდეს და შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს, რათა ავღანეთის მთავრობას ყველა საჭირო ინსტრუმენტი ჰქონდეს.