19 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული ვატო ყიფიანი ბრალს არ აღიარებს

განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ყიფიანის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის განმარტებით, საქმეზე გაურკვევლობას აქვს ადგილი.

"ბრალის ფორმულირებაა, რომ ყიფიანმა ბიბილაურს დააბრალა მკვლელობის მომზადება. ბიბილაური ამბობს, რომ მე ყიფიანს არ ვიცნობ საერთოდო. ყიფიანმა ვინმე "მალეცს" დაავალა მკვლელობის მომზადება, მაგრამ "მალეცი" არ ახსენებს ყიფიანს და არ იცნობს. გაურკვევლობას აქვს ადგილი და ბრალს არ აღიარებს. შესაბამისი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მივლენ დასკვნამდე, რომ ეს ბრალი შეუსაბამოა,"- განაცხადა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის აეროპორტში "კრიმინალური ავტორიტეტი" ვატო ყიფიანი გუშინ დააკავეს.

გამოძიება 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას დაუმთავრებელ დანაშაულს გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებას.

დღის ამბები