19 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, "საქართველოს ბანკის" სათავო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია სამი მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

დღის ამბები