აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. ხვალ, 27 ივნისს, სინოპტიკოსები ყველაზე ძლიერ სიცხეს - 39 გრადუსს თბილისსა და რუსთავში ვარაუდობენ, ყველაზე დაბალი ტემპერატურა - 28 გრადუსი კი ბათუმში იქნება.
ამინდი რეგიონების მიხედვით:
ხვალ ბათუმში 28, ფოთში კი 26 გრადუსი სითბო იქნება.
+26 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.
ზუგდიდში ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.
ახალციხეში +32 გრადუსია ნავარაუდევი.
27 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში.
ლენტეხსა და ცაგერში +29, ამბროლაურში კი +32 გრადუსია მოსალოდნელი.
35 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.
გორში 36 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.
+39 გრადუსი იქნება თბილისში.
რუსთავში 39 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.
36 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში, სიღნაღში კი +36 გრადუსია ნავარაუდევი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.