ისლანდიის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აღსანიშნავია, რომ ისლანდია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც შეზღუდვები სრულად მოხსნა.
ისლანდიის მთავრობის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ქვეყანაში წარმატებული ვაქცინაცია გახდა.
მათივე ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით მოსახლეობის 87% აიცრა.