19 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
საჰაერო ბურთს კალათა მოწყდა და 5 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია - ინციდენტი აშშ-ში

5 ადამიანი ემსხვერპლა ინციდენტს ნიუ-მექსიკოში. საჰაერო ბურთი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ, ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო, კალათა კი, საჰაერო ბურთს მოწყდა. 

ინციდენტის გამო აღნიშნულ რაიონში 13 ათასამდე მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

კატასტროფის დროს ადგილზევე დაიღუპა 4 მგზავრი, ორი ქალი და ორი მამაკაცი, მეხუთე მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული ტრავმების გამო ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა. 

სამოქალაქო ავიაციის ადგილობრივი ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, კალათა, რომელიც საჰაერო ბურთს მოწყდა, 100 ფუტის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ქუჩაზე დაეცა. 

დღის ამბები