19 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრი შიდა ქართლში ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად შიდა ქართლში იმყოფებოდა. ლევან დავითაშვილი ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. 

ფერმერებმა განსაკუთრებული ინტერესი სოფლის განვითარების სააგენტოს პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და სამაცივრე მეურნეობების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამების მიმართ გამოხატეს.

"ჩვენ ფაქტობრივად შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს დღეს შევხვდით და ვისაუბრეთ საჭირ-ბოროტო საკითხებზე. ასევე ვისაუბრეთ პრემიერის ინიციატივებზე და პრემიერის ინიციატივით შექმნილ უკვე გრძელვადიან გეგმებზე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერების უშუალო საჭიროებები," - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები