19 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
სიბილწის პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არავის უფლება არ არის - მიტროპოლიტი სტეფანე ღირსების მარშზე

5 ივლისს "თბილისი პრაიდი" ღირსების მარშს გამართავს - დაგეგმილ ღონისძიებას სასულიერო პირების მაღალი იერარქიის წევრები ეხმაურებიან. ნაწილი მათგანი პროცესებში არ ერევა, ნაწილი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ეს კატეგორიულად დაუშვებელია.  

"ეს არის სოდომური ცოდვის პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია. აი ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაცა ქნას, მშვიდად ჩაივლის? ადამიანის უფლება არ არის ეს. სიბილწის პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არავისი უფლება არაა. ჩვენ გვაფურთხებენ, ასე გვიკეთებენ, რაც მე ახლა მოვიყვანე მაგალითი. რომ დაჯდება, მოისაქმებს ტაძრის წინ, იქნება რეაქცია," - განაცხადა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი).

რა პოზიცია ექნება სასულიერო პირებსა და ეკლესიას მაშინ, როდესაც ორი განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფი შესაძლოა ერთი და იგივე დროს ვიხილოთ განსხვავებული მოსაზრებებით ქუჩაში და იმ ფონზე, როდესაც წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე არსებობს გარკვეული რისკებიც. ეს კითხვა დღეს "კურიერმა" სხვადასხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს დაუსვა.

"პრაიდი რაღა არის? ლომების პრაიდი ვიცი და "თბილისი პრაიდი" არ გამიგია. მე დავუჯერებ ლევან ვასაძეს," - განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი).

"ისეთი რამ, რაც შეურაცხყოფს ქვეყნის თვითყოფადობას და ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს საჯაროდ. მე ვთვლი, რომ ძალადობრივი დაპირისპირება არის მიუღებელი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, მაგრამ გამოსვლა იმ მიზნით, რომ საზოგადოებამ თავისი გულის ტკივილი გამოხატოს, ანუ აღმსარებლობის თვალსაზრისით - დასაშვებია," - აცხადებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი).

დღის ამბები