05 მაისი 2024,   04:40
ვრცლად
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძარი იყო - ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია

ხანძარი იყო ისნის რაიონში. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ცეცხლი ღია სივრცეში გაჩნდა.

როგორც ადგილობრივები "კურიერთან" აცხადებენ, ცეცხლი ძველ საბურავებს და ბალახს ეკიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია.

დღის ამბები