კანადაში 2 კათოლიკური ტაძარი დაწვეს. წინასწარი ვერსიით, ტაძრებში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი ეკლესიაზე შურისძიების მიზნით გააჩინეს.
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 750-მდე უსახელო საფლავი აღმოაჩინეს, მორიგი სკოლა-პანსიონის შენობაში კი, მასობრივი სასაფლაო იპოვეს, სადაც 215 ბავშვის ნეშტი იყო დამარხული.
კანადაში, მე-19-20 საუკუნეებში სავალდებულო სკოლა-პანსიონებს მთავრობა და რელიგიური ლიდერები მართავდნენ, აღნიშნულ დაწესებულებებს კი, ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაციისთვის იყენებდნენ.