სხვადასხვა სამუშაოს გამო, ხვალ, 28 ივნისს თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების და წმინდა ნინოს ქუჩის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის "ა" მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, ბაგრატიონის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ლადო მესხიშვილის, ავლაბრის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, გიორგი წერეთლის და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, ვაზისუბნის, ისაკაძის, გაგარინის, ზემო ვეძისის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების და ხომლელის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის, ტყვიავის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და სურგულაძის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირების, ტიციან ტაბიძის და ზალდასტანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.