ამერიკელმა კინორეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კარიერას ასრულებს. ამის შესახებ Metro წერს.
როგორც ტარანტინო აცხადებს, მისი მეათე ფილმი ბოლო იქნება.
"30 წლის განმავლობაში შეიძლება იმდენი ფილმი არ გადამიღია, რამდენიც სხვებს, მაგრამ ეს მაინც ხანგრძლივი კარიერაა. მართლაც ხანგრძლივი, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო," - განაცხადა ტარანტინომ.
ტარანტინო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რეჟისორია.