19 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
Microsoft-ის საბაზრო ღირებულებამ 2 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა - როგორ დაეხმარა კომპანიას პანდემია

Microsoft-ის საბაზრო ღირებულებამ 2 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

ტექნოლოგიური გიგანტი საკუთარი საბაზრო შეფასებით მეორე სავაჭრო ამერიკული კომპანიაა და ის მხოლოდ Apple-ს ჩამორჩება. ამ ნიშნულს ადრე ნავთობკომპანია Saudi Aramco-მაც მიაღწია, თუმცა ამჯერად მისი ღირებულება მსოფლიო გიგანტების ბაზარზე მხოლოდ 1,88 ტრილიონ დოლარს შეადგენს, შესაბამისად Microsoft-მა 2 ტრილიონით ის უკან მოიტოვა. 

კომპანიას 2 წელზე ოდნავ მეტი დასჭირდა, რომ 1 ტრილიონიანი ნიშნულის შემდეგ 2 ტრილიონიანი ზღვარი გადაელახა და მას ამ სიმაღლის დასაპყრობად გარკვეულად COVID-19-იც დაეხმარა. 

პანდემია ნიშნავდა, რომ ადამიანები მეტ დროს ატარებდნენ საკუთარ მოწყობილობებთან, რამაც თავის მხრივ Microsoft–ის კომპიუტერების გაყიდვებზე მოთხოვნა გაზარდა. საკუთარი პროდუქტის რეალიზაციის ზრდამ კი თავის მხრივ კომპანიის აქციებზე ფასიც გაზარდა. 

Microsoft–ის აქციების ფასმა 64%-ით 2020 წლის მარტიდან მოიმატა, როცა აშშ-ში პანდემიით გამოწვეული რეგულაციები დაიწყო.

შედარებისთვის: Apple-ის საბაზრო ღირებულებამ 2 ტრილიონ აშშ დოლარს ჯერ კიდევ გასულ წელს გადააჭარბა და ახლა 2.24 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

დღის ამბები