19 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
"დასავლეთში მოსწავლეებს არწმუნებენ, რომ ქრისტე ბისექსუალი იყო" - ლავროვის განცხადებით, მსოფლიოში ქრისტიანული კულტურის დამცველი რუსეთია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მსოფლიოში ქრისტიანული კულტურის დამცველი რუსეთია.
 
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში "სახელმძღვანელო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს არწმუნებენ, რომ ქრისტე ბისექსუალი იყო".
 
რუსეთის პირველი დიპლომატი ირწმუნება, რომ მსოფლიოში გლობალური შეტევა მიმდინარეობს ყველა მსოფლიო რელიგიის საფუძვლებზე.
 
ლავროვი  დასავლეთს და ევროკავშირის სახელმწიფოებს აკრიტიკებს და უპერსპექტივოს უწოდებს მათ სურვილს, რომ "ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობები" თავს მოახვიონ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით რუსეთსა და ჩინეთს.
დღის ამბები