რესტორატორთა ასოციაციის მიმართვა ხელისუფლებას - ასოციაციის დამფუძნებელი ითხოვს, რომ მიეცეთ 50-კაციანი ღონისძიებების ჩატარების საშუალება.
შოთა ბურჯანაძის თქმით, ქორწილები არალეგალურად იმართება და კანონმორჩილი მოქალაქეები იჩაგრებიან.
"გავიღვიძეთ ძალიან რთულ ვითარებაში იმ კუთხით, რომ სფეროს დაახლოებით 40% უბრალოდ, არ არსებობს. ამ ურთულესი პრობლემის წინაშე დავდექით იმიტომ, რომ ადამიანები ან სხვა სფეროში გადავიდნენ, ვერ გაუძლეს 1 წელი და 3 თვე იმ რეალობას, რა რეალობაშიც ცხოვრობდნენ, ან საზღვარგარეთ წავიდნენ.
ჩვენი მოთხოვნა არის, იქ სადაც უკვე არალეგალურად კეთდება 200-250 კაცზე, ეს ლეგალურად ყველასთვის იყოს შესაძლებელი, 50 კაციანი ივენთის გაკეთების შესაძლებლობა მიეცეს," - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.